მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონსილიუმი შეიკრიბა. ექსპრეზიდენტის მდგომარეობას ექიმების ჯგუფი შეაფასებს. კონსილიუმი რუსთავის მეთორმეტე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე წუთის წინ შევიდა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ ჩამოაყალიბა მულტიფუნქციური ჯგუფი, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმთან და ასევე, პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეტარტამენტთან ერთად მუშაობენ, რათა შეაფასონ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შეიმუშაონ გეგმა საპასუხო რეაგირებისთვის.