20 ნოემბერი 2024,   07:31
ვრცლად
რადგან ბავშვებს ვერ ვცრით, თუ არ იქნებიან მშობლები, ბებიები, ბაბუები, ძიძები აცრილები, სხვანაირად ბავშვებს უბრალოდ ვერ დავიცავთ კორონავირუსისგან - მაია ჩხაიძე

მედიცინის დოქტორის, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის თქმით, იმის გამო, რომ ბავშვების ვაქცინაცია არ ხდება, აუცილებელია ის ადამიანები, ვისთანაც ხშირი კონტაქტი უწევს ბავშვს, აუცილებლად იყვნენ აცრილები.

ასევე, მაია ჩხაიძემ "დღის კურიერში" კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ მძიმდება ახალშობილებში კორონავირუსი ინფექცია.

"მშობლებისთვის ამომავალი წერტილი უნდა იყოს ის, რომ ბავშვების ვაქცინაცია არ ხდება. რადგანაც ბავშვებს ვერ ვცრით, თუ არ იქნებიან მშობლები, ბებიები, ბაბუები, ძიძები აცრილები, სხვანაირად ჩვენ ბავშვებს უბრალოდ ვერ დავიცავთ კორონავირუსისგან.

მოგეხსენებათ, რომ ოპტიმალური ვარიანტი აირჩია ჩვენმა ქვეყანამ, 12 წლის ზემოთ ბავშვების ვაქცინაცია, მხოლოდ რისკ-ჯგუფების და ეს ნამდვილად გასაკეთებელი იყო. ჩემი კლინიკის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში კორონავირუსული ინფექცია განსაკუთრებით მძიმედ მიდის თუ არის რისკ-ჯგუფის პაციენტი, ანუ თუ მას აქვს ასეთი თანმხლები დაავადებები და ასეთი თანმხლები დაავადებების ძალიან გრძელი ნუსხა აქვთ ხოლმე პაციენტებს, ბავშვებს, რომელიც ჩვენთან ხვდებიან რეანიმაციაში. ეს არის - ენდოკრინული დაავადებები, გულის მანკები, გენეტიკური დაავადებები და სხვადასხვა, რომელთა ფონზეც კორონავირუსი მძიმედ მიდის.

ძირითადად, ახალშობილებში ხდება დამძიმება იმის გამო, რომ მათი იმუნური სისტემა უმწიფარია და ზოგადად, ყველა ინფექცია ძალიან რთულად გადააქვთ ახალშობილებს, ყველა ორგანოს ჩამოყალიბება სრულად არ არის დამდგარი. კორონავირუსი კი განსაკუთრებით ფილტვის ქსოვილს, სისხლძარღვებს აზიანებს," - განაცხადა მაია ჩხაიძემ "დღის კურიერის" ეთერში. 

დღის ამბები