16 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილს ციხიდან კლინიკაში გადაიყვანენ - რა ინფორმაციას ავრცელებს მე-3 პრეზიდენტის პირადი ექიმი

იუსტიციის სამინისტროში შეხვედრა, სადაც მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის ჯგუფის წევრებიც იყვნენ შეკრებილები, დასრულდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ მე-3 პრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ აღნიშნა, მოხდება მიხეილ სააკაშვილის პრევენციული ჰოსპიტალიზაცია, თუმცა სად, ჯერ უცნობია. 

"მოხდება მისი პრევენციული ჰოსპიტალიზაცია. სად ჯერ არ ვიცით. ჰოსპიტალიზაცია გადაწყვეტილი არ არის, იმიტომ, რომ ავადმყოფი უნდა დათანხმდეს ამაზე, მაგრამ ეს პრევენციული ჰოსპიტალიზაციაა, მე მგონი შაბათს, ან კვირას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია," - ამბობს მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე. 

შეხვედრას იუსტიციის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი და ომბუდსმენიც ესწრებოდნენ. ასევე, შეხვედრას ესწრებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე, სადაც მან აუდიენციის მონაწილეებს საკუთარი შეხედულებები გაუზიარა. 

დღის ამბები