ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლი "ერისიონი" ახალციხეს ეწვია. კონცერტი ახალციხის "რაბათის ღია სცენაზე" ჩატარდა და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
კონცერტი კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გაიმართა.
ახალციხემდე ანსამბლმა კონცერტები გამართა ოზურგეთში, ზუგდიდსა და მესტიაში. "ერისიონის" კონცერტები ქვეყნის 5 ქალაქში, რეგულაციების დაცვით გაიმართება.