20 ნოემბერი 2024,   07:36
ვრცლად
"ამ კაცმა ვერაფერი ვერ ისწავლა, ყოველთვის არასწორ მხარეს აღმოჩნდება ხოლმე" - მამუკა ხაზარაძეს მიხეილ სააკაშვილის ვიდეო-მიმართვა გაახსენეს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა ნიკა მელიამ დედაქალაქის მერის მოადგილეობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე წარადგინა.

ფაქტს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის მამაუკა ხაზარაძეს "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსის გამო აკრიტიკებენ და 2018 წელს მიხეილ სააკაშვილის მიერ მის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ახსენებენ. 

ცნობისთვის: 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძე ყოველთვის არასწორ მხარეს იდგა და წარსულში ის ფიზიკურად შეეხო ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, მერაბ კოსტავას.

დღის ამბები