20 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილს საკმაოდ დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა აქვს, ამ ეტაპისთვის კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს. როგორც მინისტრი ამბობს, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და და კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს. 

"პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია. თქვენ იცით, რომ ზოგადად მე ვეწინააღმდეგები პაციენტის ინფორმაციების გაცემას, ვინაიდან ეს ეთიკის ნორმებს არ შეესაბამება. მას აქვს საკმაოდ დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის ის კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს, თუმცა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის მხრიდან უზრუნველყოფილი არის ყველა ის საჭირო ინსტრუმენტული კვლევა და ასევე მედიკამენტოზური დახმარება, რომელსაც პაციენტი ამ ეტაპისთვის საჭიროებს," - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.  

დღის ამბები