ნიკანორ მელიას მიმართ 20 ივნისის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება. მელიამ უარი თქვა ამნისტიაზე და განხილვები ჩვეული განრიგით გაიწერა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბოლო პროცესზე, მოწმის სახით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გამოიკითხნენ.
განხილვას არ დასწრებია თავად მელია.
გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი აცხადებს, რომ მოწმეები აღწერენ იმ ძალადობრივ ქმედებებს, რომელიც უშუალოდ მათ მიმართ განხორციელდა.