ინფექციონისტი, კლინიკა "ნეოლაბის" კლინიკური განყოფილების გამგე მაია ბუწაშვილი ვარაუდობს, რომ ნოემბრის შუა რიცხვები, სავარაუდოდ, კორონავირუსის მეხუთე ტალღის პიკი იქნება.
"კოვიდთან დაკავშირებული პროგნოზები ყოველთვის რაღაც ვარაუდებს ეყრდნობა და ძალიან ხშირად საერთოდაც არ მართლდება ხოლმე. დღეს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნოემბრის შუა რიცხვები უნდა იყოს პიკი და კიდევ უფრო მაღალი ციფრები შეიძლება გვქონდეს, მით უმეტეს, როდესაც იწყება სიცივე, ადამიანები დახურულ სივრცეებში იყრიან თავს, გავრცელება მატულობს ხოლმე და ამიტომ, სამწუხაროდ, მოსალოდნელი იქნება მატება ნოემბერში ნოემბრის ბოლომდე," - განაცხადა მაია ბუწაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში.