მსხვერპლი ფილმ "რასტის" გადასაღებ მოედანზე - ნიუ მექსიკოში გადაღებისას ცნობილი ამერიკელი მსახიობის ალეკ ბოლდვინის მიერ კადრისთვის სადემონსტრაციო იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაჭრილია ფილმის რეჟისორიც.
ინციდენტისას დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 42 წლის ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ფოტოებში კარგად ჩანს, თუ როგორ ტირის და განიცდის საზარელ ტრაგედიას არტისტი. მომხდარიდან მალევე 63 წლის ჰოლივუდის მსახიობი პოლიციის განყოფილებაში თავად მივიდა, სამართალდამცავების ყველა კითხვას უპასუხა და შენობა დატოვა.
დაჭრილი რეჟისორი და ოპერატორი კლინიკაში ვერტმფრენებით გადაიყვანეს, თუმცა 42 წლის ქალის გადარჩენა მედიკოსებმა ვეღარ შეძლეს.
მომხდარის შედეგად შოკირებულია არა მხოლოდ ჰოლივუდი, არამედ მთელი მსოფლიო. დღეს ყველას საერთო კითხვა აქვს, თუ როგორ დატრიალდა ტრაგედია იმ იარაღიდან, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი. ჯერჯერობით გამოძიებას ბრალი არავისთვის წარუდგენია.
კინოინდუსტრიისთვის მსგავსი უბედური შემთხვევაა პირველი არაა, მსოფლიოს ახსოვს 1993 წელს ლეგენდარული ბრუს ლის შვილის, მსახიობ ბრენდონ ლის ტრაგიკული სიკვდილი. 28 წლის მსახიობი გადაღების დროს ე.წ ფუჭმა ვაზნამ იმსხვერპლა, მაშინ მომხდარი შემთხვევით ინციდენტად შეფასდა.