20 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
ლატვია ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებლის გამო საერთაშორისო დახმარებას ითხოვს - ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 243 მილიონს აჭარბებს, გარდაცვლილთა მაჩვენებელი კი 5 მილიონს უახლოვდება. ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება უკრაინაში. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კიევში სკოლები 2 კვირით დაიხურა.

იმ რეგიონებში კი, რომლებიც წითელ ზონად არის გამოცხადებული, მასწავლებლები ვალდებულები იქნებიან კოვიდ პასპორტები წარადგინონ.

ჰოსპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებლის გამო საერთაშორისო დახმარებას ითხოვს ლატვია. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ლატვიას კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სამკურნალო სპეციალური საწოლები და აღჭურვილობა სჭირდება.

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ბრიტანეთსა და ბელგიაშიც. დღეიდან კი შეერთებულ შტატებში სხვადასხვა ვაქცინით აცრის შესაძლებლობა ექნებათ.

დღის ამბები