20 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილს გადასხმის გაკეთება დასჭირდა - რას აცხადებს ექსპრეზიდენტის პირადი ექიმი მისი ჯანმრთელობის შესახებ

მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, თუმცა გუშინ მას მაჩვენებლების გაუარესების გამო, გადასხმის გაკეთება დასჭირდა. ამის შესახებ სააკაშვილის ექიმმა პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლისას განაცხადა:

"ერთ-ერთი პარამეტრი იყო საკმაოდ ცუდი, ამიტომ ვაპირებდით გადასხმას. გადასხმა ჩატარდა საკმაოდ კარგად, დამეხმარნენ ციხის ექიმები, ასევე რეანომობილის ბრიგადა. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს პროცედურა ჩატარდა ფაქტობრივად საველე მდგომარეობაში. მისი მკურნალობა უნდა მოხდეს სამოქალაქო საავადმყოფოში. ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია," - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის უკვე 22 დღეა საპატიმროში შიმშილობს.

დღის ამბები