20 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
თუ რადიკალური ზომები არ მივიღეთ და არ გამოვფხიზლდით, გარდაცვალების რაოდენობა მოიმატებს - თენგიზ ცერცვაძე ეპიდეიმოლოგიურ სიტუაციაზე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს.

"წინ გველის შემოდგომა-ზამთარი. შესაძლოა სეზონური გრიპის ეპიდემია და ე.წ. ტვინდემია დაიწყოს. შეიძლება აღმოვჩნდეთ ძალიან სერიოზულ სიტუაციაში. ასეთი გაზრდილი შემთხვევების ფონზე და ასევე, მომატებული სიკვდილიანობის ფონზე, თუ რადიკალური ზომები არ მივიღეთ და არ გამოვფხიზლდით, ამ სიტუაციის შენარჩუნება დიდხანს ძნელი იქნება და გარდაცვალების რაოდენობა მოიმატებს," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე კი აცხადებს, რომ აუცილებელია ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი გაიზარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი განმარტებით, წლის ბოლოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ძალიან დამძიმდება.

 

დღის ამბები