ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამას განაგრძობს.
ქვეყნის მასშტაბით, 67 მშენებარე სკოლიდან, 52 უკვე დასრულებულია. ასევე, მიმდინარეობს 100-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.