20 ნოემბერი 2024,   07:28
ვრცლად
ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის დროს გადარჩენილი მამაკაცი კლინიკიდან უკვე გაწერეს

ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის დროს გადარჩენილი მამაკაცი კლინიკა "მედცენტრიდან"  უკვე გაწერეს. ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც 8 ოქტომბერს ბათუმის ტრაგედიას ცოცხალი გადაურჩა. 

37 წლის მამაკაცი ნანგრევებში თითქმის 9 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, ვიდრე მაშველებმა რამდენიმე საათიანი ძებნის და მუშაობის შემდეგ მისი გამოყვანა შეძლეს.  

შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 7 სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა და 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მსხვერპლთა შორის 3 ბავშვია.

 

დღის ამბები