20 ნოემბერი 2024,   07:19
ვრცლად
სამგზავრო მატარებლების მოძრაობა სრულად აღდგენილია - საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სამგზავრო მატარებლების მოძრაობა სრულად აღდგენილია.

შეფერხება ოთხ მიმართულებაზე: ზუგდიდი - თბილისი, თბილისი-ბათუმი, თბილისი-ფოთი და ბათუმი-თბილისის მატარებლებზე სახელმწიფო ელექტროსისტემის მაღალი ძაბვის ხაზების გაწყვეტას მოყვა, რამაც რკინიგზის საკონტაქტო ხაზის დაზიანება და მატარებლების მოძრაობის შეჩერება გამოიწვია.

აღდგენით სამუშაოებს, დაახლოებით, 2 საათი დაჭირდა.

დღის ამბები