20 ნოემბერი 2024,   07:36
ვრცლად
დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლების მშენებლობა მიმდინარეობს 

დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები შენდება. სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში მიმდინარე სამუშაოებს დევნილთა სააგენტოს დირექტორი ადგილზე გაეცნო.

პროექტი გერმანიისა და საქართველოს მთავრობების თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ხორციელდება და ქვეყნის მასშტაბით, 200-ზე მეტი სახლის აშენებას ითვალისწინებს.

“მშენებლობა კარგი ტემპით მიმდინარეობს და ჩვენი დევნილი მოსახლეობა ახლო მომავალში შეძლებს ახალ სახლებში გადმოსვლას. პროექტი ითვალისწინებს მთელი ქვეყნის მასშტაბით 200-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას,“ - ამბობს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი, ბესარიონ სიმონიშვილი. 

დღის ამბები