20 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
რუსთავში მომხდარი ინციდენტი - რას ამბობს დავით კირკიტაძე და რა ჩანს გავრცელებულ კადრებში

რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, დავით კირკიტაძე მის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირების შესახებ განმარტებას აკეთებს. როგორც ის მედიასთან ყვება, აქტივისტებმა თავდასხმა პირველებმა დაიწყეს, თუმცა გავრცელებულ ვიდეო კადრებში საპირისპიროა ასახული.

"ყველაფერი კამერით ფიქსირდებოდა. მე როდესაც ადამიანები გამოვაცილე ოფისში, ეს ადამიანები აქ დაგვხვდნენ და მოვუწოდე რომ ოფისში შემოსულიყვნენ და წყნარად განგვეხილა, თუ რამე პრობლემა ჰქონდათ, მაგრამ სამწუხაროდ, მათ დაიწყეს ეს თავდასხმა და ერთ-ერთ ადამიანზე მოაწყეს ეს თავდასხმა. ახლა ის პოლიციას ჩვენება აძლევს,“ - ამბობს დავით კირკიტაძე.

ვიდეომასალაში ჩანს, რომ ერთ-ერთ აქტივისტს, რომელიც ოფისთან მის თანამოაზრეებთან ერთად მივიდა, დავით კირკიტაძე, კამათის შემდეგ, ფიზიკურად უპირისპირდება. 

დღის ამბები