20 ნოემბერი 2024,   07:51
ვრცლად
N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში არსებულ პირობებს იუსტიციის მინისტრი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად გაეცნო

N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში არსებულ პირობებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან თამარ გაბუნიასთან ერთად გაეცნო. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძე.

N18 (სამკურნალო) დაწესებულებაში სტუმრობისას მათ დაათვალიერეს  დაწესებულების ლაბორატორია, რეანიმაციული განყოფილება და ადგილზე გაეცნენ ყველა იმ სერვისს, რასაც დაწესებულება იქ მოხვედრილ ბრალდებულებს/ მსჯავრდებულებს სთავაზობს. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, N18 (სამკურნალო) დაწესებულების ინფრასტრუქტურა და სამედიცინო სერვისები სრულად აკმაყოფილებს მაღალკვალიფიციური კლინიკის სტანდარტებსა და მოთხოვნებს. 

"კლინიკას აქვს სრული აღჭურვილობა იმისთვის, რომ მან აწარმოოს უსაფრთხო სერვისი როგორც გადაუდებელი დახმარების, ასევე ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის მიმართულებით. აქ არის ყველა პირობა, ტექნოლოგიური იმისთვის, რომ ინტენსიური თერაპია და პაციენტზე დაკვირვება განხორციელდეს უსაფრთხოდ. ხარისხი, რაც იქნება ამ შემთხვევაში სამედიცინო სერვისის, არის სრულიად შესაფერისი ნებისმიერ სტანდარტთან, რომელიც არის როგორც ჩვენს ქვეყანაში მისაღები, ასევე საერთაშირისო დონეზე მისაღები,“ - აცხადებს თამარ გაბუნია. 

დღის ამბები