კულტურის სფეროს ცნობილი სახეები "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის მხარდასაჭერად დღეს ზუგდიდშიც გამოჩნდნენ. მამუკა წოწერია დღეს მოქალაქეებს სოფელ ჭითაწყარში ამავე სოფლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ირაკლი ჯანაშიასთან ერთად შეხვდა.
აქვე იმყოფებოდნენ მომღერლები სოფო ბედია და ელენე ფოჩხუა.