25-26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი, შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
ქალაქების მიხედვით 25 ოქტომბერს ტემპერატურა შემდეგია: გაგრა+12, სოხუმი+13, ზუგდიდი+13, მესტია +3 და თოვლია მოსალოდნელი, ფოთი+14, ბათუმი +13, ოზურგეთი +12, ქუთისი +12, ამბროლაური +9, ახალციხე +9 , ბორჯომი +8,ბაკურიანი +2, გორი +10, ცხინვალი +8, სტეფანწმინდა +5, გუდაური +1 და აქაც მოთოვს, თელავი +13, რუსთავი +15 ხოლო თბილისში ჰაერის ტემპერატურა +13-მდე მიაღწევს.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.