საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საბავშვო ლიტერატურული პრემია "ნაკადული" დაარსდა.
პროექტი "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ფარგლებში შეიქმნა. საბავშვო ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობა მწერლებს უკვე შეუძლიათ.
პრემიის მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და რაც შეიძლება მეტი ბავშვის ლიტერატურით დაინტერესება.
პრემიის სახელი ერთ-ერთ პირველ ქართულ საბავშვო ჟურნალ "ნაკადულს" უკავშირდება, რომელიც 1904-1927 წლებში გამოიცემოდა და მასთან თანამშრომლობდნენ ისეთი მწერლები, როგორებიც არიან აკაკი წერეთელი და ვაჟა-ფშაველა.