კორონავირუსის აქტიური ფორმა ამ დროისთვის 50 000 ადამიანს აქვს. ეპიდემიოლოგთა გათვლებით, ეს რიცხვი სამზე უნდა გამრავლდეს, რომ რეალური მაჩვენებელი ვიცოდეთ.
ვაქცინაციის ტემპი ისევ საგანგაშოდ დაბალია, კლინიკებში მოთავსებული ათასობით პაციენტიდან კი 1500 მძიმე მდგომარეობაშია. მათგან თითქმის არცერთი არ არის აცრილი.
დადებითობის მაჩვენებელი ისევ ყოველდღე იმატებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეხუთე ტალღის პიკი ჯერ წინაა.
კლინიკებში თავისუფალი ადგილები ყოველ წუთს მცირდება, მათ შორის არის ბავშვთა საავადმყოფო, რომელიც მძიმე პაციენტებს ვეღარ იღებს.