ადვოკატთა ასოციაციამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. შეხვედრაზე მოსამართლე კანდიდატთა შეფასების სისტემასა და პროცედურებზე იმსჯელეს და კანდიდატთა შეფასების ის მეთოდოლოგია წარადგინეს, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს მათი არჩევა.
არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, მათ მიერ წარდგენილი შერჩევის სისტემა პროცესს მიუკერძოებელს და მეტად გამჭვირვალეს გახდის.
"ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტური ცვლილებები ამ პროცედურაში, იმისთვის რომ მივიღოთ მიუკერძოებელი ადამიანები. ჩვენი პოზიცია არის ისეთი რომ უნდა გადავიდეთ კონსესუსზე დაფუძნებულ მიდგომაზე. მაგალითად, პარლამენტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არა უმრავლესობით, არამედ ამისთვის მას უნდა სჭირდებოდეს ოპოზიციის მხარდაჭერა,“ - აცხადებს ვახუშტი მენაბდე.