20 ნოემბერი 2024,   07:51
ვრცლად
აშშ-ში ჩინური ვაქცინებით აცრილი პირებიც შევლენ - ახალი წესები რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა

გადაწყვეტილება მიღებულია - 19-თვიანი მკაცრი შეზღუდვის შემდეგ, შეერთებული შტატები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეგულაციებს ამარტივებს.

ახალი წესებით, რომელი 8 ნოემბრიდან შედის ძალაში. ქვეყანაში შესვლა ყველა იმ პირს შეეძლება, ვინც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ან ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინით არის აცრილი. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ვაქცინირებული მოქალაქეები უპრობლემოდ შეძლებენ შეერთებულ შტატებში მოგზაურობას. მიიღება მხოლოდ "ფაიზერი", "მოდერნა ჯონსონი", "ასტრაზენეკა", "სინოფარმი" და "სინოვაკი".

ბაიდენის ადმინისტრაციამ ახალი წესები რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა. ახალი კოვიდ-პოლიტიკა გზას უხსნის სხვადასხვა ვაქცინით აცრილ ევროკავშირს, ბრიტანეთს, ჩინეთს, ინდოეთს, ბრაზილიას, საქართველოსაც, თუმცა არა რუსეთს, რომლის ვაქცინებიც, მათ შორის "სპუტნიკი" არცერთი საერთაშორისო მარეგულირებლის მიერ არ არის აღიარებული.

დღის ამბები