"ნიჭიერის" მეორე შესარჩევი ტურისთვის მზადება დღეს დილიდან დაიწყო. მეგა პროექტის მონაწილეები სპეციალური ავტობუსით თბილისის ქუჩებში გადაადგილდებოდნენ, ხვდებოდნენ მაყურებელს და მათთვის სხვადასხვა ნომერს ასრულებდნენ; მათ შორის იყვნენ ის კონკურსანტებიც, ვინც პირველ გადაცემაში უკვე მოიპოვა მაყურებლის სიყვარული და ისინიც, ვისაც დღევანდელ ან მომდევნო ეპიზოდებში გავიცნობთ.
პირველ გადაცემას დიდი გამოხმაურება აქვს. ნიჭიერის მონაწილეებს უკვე ცნობენ ქუჩაში და სრულიად უცნობი ადამიანები მათ თავაიანთ შთაბეჭდილებებს უზიარებენ.
მეგა პროექტს ჰქონდა წარმატებული სტარტი, თუმცა ის ადამიანები, ვინც "რუსთავი 2-ის" ეთერში ყველაზე სახალხო პროექტს ქმნიან, გვპირდებიან, რომ მომდევნო ეპიზოდები მეტად შთამბეჭდავი იქნება. მათი თქმით, "ნიჭიერი" არის გადაცემა, რომელსაც შეუძლია რომ თავის მაყურებელს დროებით ყველაზე სტრესული პანდემიური რეალობაც კი დაავიწყოს.
"ნიჭიერის" დაწყებამდე სულ რაღაც რამდენიმე წუთია დარჩენილი, დღეს ფილარმონიის სცენაზე თქვენ ნახავთ მუსიკალურ ნომრებს, ასევე მსოფლიო რეკორდის მოხსნის მცდელობას და რაც მაყურებელს ასე ძალიან უყვარს - საშიშ და ექსტრემალურ გამოსვლას.