მეგაპროექტ "ნიჭიერში", რომელიც "რუსთავი 2-ზე" გადის, გინესის რეკორდი დამყარდა. 5 წლის ანა მარჩილაშვილმა რუბიკის კუბი ფეხით ააწყო.
ის ასაკით ყველაზე პატარაა, ვინც ამ დავალებას თავი გაართვა.
მაყურებელმა ფილარმონიის დიდ სცენაზე მუსიკალური და ექსტრემალური ნომრებიც იხილა.