1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1428 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1428 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც იქამდე მოქმედებდა, 3.1401 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6519 ლარია. მაშინ, როცა იქამდე მოქმედი კურსი 3.6497 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0022 ლარი შეადგინა.
26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში 27 ოქტომბერს შევა.