დღეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი აქციის მოწყობა იგეგმება. იმ ქვეყნებს შორის, სადაც აქციაა დაგეგმილი, საბერთძნეთიც არის. ქართველი ემიგრანტები ათენში შეკრებას 5 საათისთვის აპირებენ. ისინი ადგილზე მყოფ ქართველებს მოუწოდებენ აქციას შეუერთდნენ.
შეკრების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილი ქმედებების გაპროტესტება სახელდება.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტურამდე 3 დღით ადრე მმართველი გუნდი შემაჯამებელ შეკრებას მართავს. თავისუფლების მოედანზე უკვე მზად არის სპეციალური სცენა, სადაც პოლიტიკური გამოსვლები ხუთი საათისთვის დაიწყება.