ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ენგურის ხიდზე
ვაქცინაციის ცენტრი დაათვალიერა. ცენტრში ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებიც იცრებიან.
იქ სასურველი ვაქცინის მიღება ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით არის შესაძლებელი. ეკატერინე ტიკარაძემ მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.