თბილისის მიმართულებით საქართველოს ყველა რეგიონიდან ავტოკოლონები უკვე დაიძრნენ. "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ამბობენ, რომ თავისუფლების მოედანზე დღეს ღირსების დასაცავად მიდიან.
თბილისში "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ შემაჯამებელ აქციას კახეთიდანაც შეუერთდებიან. ნაწილი მათგანი უკვე დედაქალაქისკენ გაემგზავრა. გაერთიანებული კოლონა კი ცოტა ხანში დაიძვრება თბილისის მიმართულებით და მოქალაქეები 5 საათზე დაგეგმილ შემაჯამებელ აქციას შეუერთდებიან.
"ჩვენი ქვეყანა იქნება ყოველთვის მშვიდობიანი განვითარების გზაზე, სტაბილური განვითარების გზაზე, არასოდეს ამ ქვეყანაში არავის არ მიეცემა იმის უფლება, რომ იძალადოს ჩვენი ქვეყნის რომელიმე მოქალაქეზე,“ - აღნიშნა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ პლატონ კალმახელიძემ.