ყველაზე სახალხო მეგაპროექტ -"ნიჭიერის" მეორე შესარჩევ ტურს ბევრი ემოციური ეპიზოდი ჰქონდა. ფეხზე წამომდგარი მაყურებელი და ჟიური, ოქროს ღილაკი, ტაში და აღფრთოვანებისგან გამოწვეული შეძახილები მთელ გადაცემას თან სდევდა. გუშინდელი გადაცემის კულმინაცია ფილარმონიის სცენაზე დამყარებული მსოფლიო რეკორდი იყო.
სცენაზე 5 წლის ანა მარჩილაშვილის გამოსვლას ჟიურის ოვაციები და ფეხზე წამოდგომა მოჰყვა. იგი ასაკით ყველაზე პატარაა, ვინც რუბიკის კუბი ფეხებით ააწყო. მისი სახელი მსოფლიო რეკორდების სიაში ჩაეწერა.
"ნიჭიერის" მეორე ეპიზოდს არ ჩაუვლია სახიფათო და ექსტრემალური ნომრების გარეშეც. ცეკვა დანის პირზე და ჰაერში შესრულებული აკრობატული ნომრები - ასეთი იყო ნიჭიერის მე-10 საიუბილეო სეზონის მეორე ეპიზოდი.