20 ნოემბერი 2024,   07:31
ვრცლად
თბილისის ნაწილს 28 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება - იხილეთ უბნების ჩამონათვალი

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 28 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ისნის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის,  ბეთანიის, გალავნის, განთიადის, კვესეთის, დომინიკა ერისთავის, ნიაბის, საინგილოს, სათემოს, სომხეთის, გოლოვნის და სამხედროს ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, სიმონ ჩიქოვანის და გაგარინის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კეკელიძის (ნაწილობრივ) და მუხაძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნარილობრივ), თემქის დასახლების III მიკორაიონის V კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკორაიონის I, II, III კვარტლების, ზღვისუბნის  დასახლების III მიკორაიონის V კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკორაიონის I, II, III კვარტლების, რომელაშვილის, ანაპის 414-ე დივიზიის, მუხრანის, ისაკიანის, ავშნის, ნიჟარაძის, ნუშის და ფირცხალავას ქუჩების მოსახლეობას.

დღის ამბები