თბილისის 119-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ყოფილი დირექტორი თეა ბრეგვაძე ცვლილებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს. მასწავლებლები და მშობლების ნაწილი თეა ბრეგვაძის თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვენ. მომხდარის გამო სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა.
განათლების სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს 119-ე სკოლის დირექტორის მოადგილე თეა ბრეგვაძე თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა.
უწყების ინფორმაციით, თეა ბრეგვაძე დროებით ასრულებდა დირექტორის მოვალეობას. სამინისტროსთვის, ასევე, კატეგორიულად მიუღებელია განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანის მხრიდან, სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისთვის ხელის შეშლა და მოსწავლეთა და მასწავლებელთა პოლიტიკურ იარაღად გამოყენება.