20 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
Facebook-ის დამფუძნებელმა ახალი პლატფორმის "მეტავერსის" პრეზენტაცია გამართა - რა შესაძლებლობები ექნება მომხმარებელს

Facebook-ის დამფუძნებელმა ახალი პლატფორმის "მეტავერსის" პრეზენტაცია გამართა. ეს არის ვირტუალური სამყარო, სადაც ადამიანებს ერთობლივად მუშაობის, თამაშის და ერთმანეთთან კონტაქტის შესაძლებლობა ეძლევათ. ახალ ქსელში შესაძლებელი იქნება არამარტო ვირტუალური შეხვედრების მოწყობა, არამედ, კრიპტოვალუტით თამაშის გზით, ვირტუალური კუნძულის ან სხვა ციფრული ქონების შეძენა.

ცუკერბერგმა ასევე წარმოადგინა კონცეფტუალური ვიდეოების სერია, რომლის მიხედვითაც საკუთარი ჰოლოგრაფიული გამოსახულების გაგზავნაა შესაძლებელი.

როგორც Facebook-ის დამფუძნებელი ამბობს, ახალი საკომუნიკაციო სივრცე შემოქმედებით პროცესს შეუწყობს ხელს და საზოგადოებას სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდის საშუალებას მისცემს.
"მეტავერსის" განვითარებაში უკვე განხორციელდა 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია.

"შეიძლება თქვენ გაინტერესებთ, რატომ ვაკეთებთ ამ ყველაფერს ახლა. პასუხი არის ის რომ მე მჯერა, ტექნოლოგიებს შეუძლიათ ჩვენი ცხოვრება უკეთესი გახადოს. მჯერა რომ მომავალი თავისით ვერ შეიქმნა, ის აშენდება იმ ადამიანებით ვინც ამბობს რომ ჩვენ ასეთი მომავალი გვინდა, ჩვენ ვაგრძელებ წინსვლას და ყველაფერს გავიღებთ ამისთვის. ვიცი ზოგი იტყვის რომ ეს შესაფერისი დრო არ არის მომავალზე ფოკუსირებისთვის. ვიცი რომ არის მნიშვნელოვანი საკითხები აწმყოში. ეს ასე იქნება ყოველთვის. არ მგონია ოდესმე დადგეს საუკეთესო დრო მომავალზე სალაპარაკოდ. თუმცა ვიცი რომ ბევრია ისეთი, რომელიც ჩემსავით ფიქრობს. ასე რომ ყველა ვინც იზიარებს ამ ღირებულებებს, დღევანდელ დღეს გიძღვნით თქვენ," - განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.

დღის ამბები