5 ივლისის საქმე - საქალაქო სასამართლოში მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული 7 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.
დღევანდელ პროცესზე "მთავარი არხის", "რუსთავი 2-ის", "იმედის", "რადიო თავისუფლებისა" და "ტაბულას" გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმის ეპიზოდები განიხილება. ბრალდების მხარე საკმარის მტკიცებულებებზე საუბრობს, რომელითაც დაკავებულთა ბრალეულობა დასტურდება - შვიდივე პირი მოსამართლის გადაწყვეტილებით ამ დროისთვის პატიმრობაშია.
"ჩვენი პოზიცია უცვლელია - დიახ, ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში უნდა დარჩნენ, ვინაიდან დანაშაულის ხასიათი, რომელშიც ბრალი ედებათ, ქმნის საფრთხეს ამ დანაშაულის გამეორების. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის ძალადობრივ დანაშაულში ბრალდებულები იყვნენ პატიმრობაში, თუ რაიმე სხვა არსებითი გარემოება არ არის ამის საწინააღმდეგოდ,"- აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე.