20 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
"აფეთქების ტოლფასი იქნება..." - რას ამბობს ივანე ჩხაიძე ზამთარში მოსალოდნელი ეპიდვითრების შესახებ

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ზამთრის პერიოდის დადგომასთან ერთად მოსალოდნელია კორონავირუსით ინფიცირების მატება. მისივე თქმით, ახლა ქვეყანას ვაქცინაციის გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს:

"ზამთრის პერიოდის დადგომასთან ერთად, რა თქმა უნდა, ინფიცირების მატება მოსალოდნელია, ვინაიდან უფრო მეტი ადამიანი მოიყრის თავს დახურულ სივრცეში და უფრო იოლად გავრცელდება კორონავირუსი. ის, რაც ქვეყანას პირველ რიგში იმისათვის სჭირდება, რომ შემთხვევების ასეთ მატებას გაუმკლავდეს, არის ვაქცინაცია, სხვა არჩევანი ქვეყანას არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს ფაქტის კონსტანტირება, რომ საქართველო კიდევ 1 წელი იქნება ასეთ მდგომარეობაში, ეს რეალურად აფეთქების ტოლფასი იქნება,"- აღნიშნავს ივანე ჩხაიძე. 

დღის ამბები