როგორია 2021 წლის სექტემბრის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების მაჩვენებელი - სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი, 11.3 პროცენტია.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში, კლების ტენდენცია მხოლოდ მშენებლობის დარგში დაფიქსირდა.
"სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 6.9 პროცენტით გაიზარდა, აქედან გამომდინარე, 9 თვის რეალური ზრდის მაჩვენებელი გახლავთ 11.3%. ზრდის ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, მშენებლობის სექტორის გარდა, სადაც კლების ტენდენცია შეიმჩნეოდა,"- აცხადებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე.