20 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
1 830 საარჩევნო უბანი და 2 088 722 მლნ ამომრჩეველი - ცესკო მოქალაქეებს მე-2 ტურში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, შემაჯამებელ ბრიფინგზე ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ  ხვალ დილის 08:00 საათიდან იაქტიურონ და საარჩევნო უბნებზე მივიდნენ.  

"მეორე ტურისთვის გახსნილია 1 830 საარჩევნო უბანი და ამომრჩევლებს ასევე მოემსახურება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 და ასევე, 29 სპეციალური უბანი, რომელიც მოემსახურება სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს.

მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 2 088 722-ს. საარჩევნო უბნებზე დაგხვდებათ განახლებული დიზაინის ხმის მიცემის კაბინები, რომლებიც წინა მხრიდან ამოჭრილია ისე, რომ უზრუნველყოს ხმის მიცემის ფარულობა. ცესკოს გადაწყვეტილებით, მეორე ტურზეც განხორციელდება ბიულეტენების დათვლის ვიდეო-აუდიო გადაღება. ყველა იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია. საერთო ჯამში კი ასეთი უბანი 1 750 იქნება. ასევე გადაღებული იქნება საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული საარჩევნო უბნების მონაცემების გადათვლის პროცესი. არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, რეგისტრაცია გაუგრძელდა, 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციასა და მედია. აღსანიშნავია, რომ 30 ოქტომბრის არჩევნებს გაზრდილი რაოდენობით დააკვირდებიან საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეები. შესაბამისად, რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტის 5 309 წარმომადგენელი, 100 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 35 198 დამკვირვებელი, 52 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 102 დამკვირვებელი და 119 მედიაორგანიზაციის 3 711 წარმომადგენელი. 

ყველა დონის საარჩევნო კომისიას საჯაროდ მივმართავ, არ დაიშურონ ძალისხმევა და კვალავაც მაღალი პასუხისმგებლობით ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტური, რადგან კარგად ჩატარებული არჩევნები სწორედ ეს არის დემოკრატიის ხარისხის მაჩვებელი ქვეყანაში,"- აცხადებს ცესკოს თავმჯდომარე. 

დღის ამბები