"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ "მთავარი არხი" და IPSOS-ი შეთანხმებულად მოქმედებენ.
"გუშინ ჩვენ საზოგადოებას გავაცანით ის ფაქტი, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ წინასაარჩევნო კვლევების გაყალბებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია "მთავარის" და კომპანია "იფსოსის" მხრიდან, რომელიც უკავშირდებოდა ორი დღის წინ ტელეკომპანია "მთავარის" მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო კვლევა რამდენიმე მუნიციპალიტეტში.
იცით თქვენ, რომ ზუგდიდში განსხვავებულმა მონაცემებმა გაყიდა ის ფაქტი, რომ ფაქტები ბოლომდე არ იყო წაშლილი და ამან მოგვცა მინიშნება, რომ აქ გაყალბებას ჰქონდა ადგილი.
დღეს ვნახეთ გამოხმაურება ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მხრიდან, რომელიც ახლა ცდილობს ყველაფერი კომპანია "იფსოს" გადააბრალოს.
უკვე სისტემატურად ხდება, რომ რაც "იფსოსია" საქართველოში მუშაობს "მთავარი არხისთვის", ისინი შეთანხმებულად მუშაობენ ამიტომ გადაბრალება უფრო დიდი სკანდალია,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი ბრიფინგზე კონკრეტულ დარღვევებზე და გადაცდომებზე ისაუბრა.