20 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
ზესტაფონში მეტალურგის პროფესიული დღე აღნიშნეს

ზესტაფონში მეტალურგის პროფესიული დღე აღნიშნეს. ღონისძიება გიორგი ნიკოლაძის სკვერში მონუმენტის ყვავილებით შემკობით დაიწყო და წარმატებული მეტალურგების დაჯილდოებით გაგრძელდა. პირველი ქართული შენადნობის მიღებიდან 88 წელი გავიდა.

პროფესიული დღე მეტალურგებს კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალურმა მმართველმა და ზესტაფონის ახლადარჩეულმა მერმა მიულოცეს, მათ ფეროშენადნობთა ქარხნის 25 წარმატებულ თანამშრომელს სიგელები და ფულადი პრემიები გადასცეს.

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ფეროშენედნობთა ქარხანა, დღეს ზესტაფონში ყველაზე დიდი დამსაქმებელია, კომპანიის წილი კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართულ ეკონომიკაში.

დღის ამბები