20 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
ნათია თურნავა "რუსთავის აზოტს" ესტუმრა, სადაც 2000-მდე ადამიანია დასაქმებული

ეკონომიკისა მინისტრი "რუსთავის აზოტს" ესტუმრა და საწარმოში მიმდინარე სამუშაო პროცესს პირადად გაეცნო.

"რუსთავის აზოტი", სამხრეთ კავკასიის რეგიონში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების მწარმოებელი უმსხვილესი საწარმოა, თანამშრომელთა 99 პროცენტი კი ადგილობრივი მცხოვრებია.

ამ საწარმოში სახელფასო ფონდი, მიმდინარე წელს საშუალოდ 25 პროცენტით გაიზარდა.

ნათია თურნავას განცხადებით, "რუსთავი აზოტის" საწარმოში 2000-მდე ადამიანია დასაქმებული.

"აქ 2000-მდე ადამიანია დასაქმებული, ვცდილობთ რომ აქ მუშაობა გახდეს უფრო კომფორტული. მონტაჟდება ახალი ფილტრები და ახალი კატალიზატორები,"- აცხადებს ნათია თურნავა. 

დღის ამბები