მკვლელობა და დაჭრა ბორჯომში - საკუთარი სახლის ეზოში, ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ თანასოფლელს ესროლა, შემდეგ კი მეუღლე ცივი იარაღით დაჭრა.
დანაშაულის ჩადენიდან მალევე 35 წლის მამაკაცი ადგილიდან მიმალა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ის მალევე დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ვასილ ხალაძეს კობა სამსონიძემ, სანადირო თოფიდან ორჯერ ესროლა და ადგილზევე მოკლა, ამის შემდეგ კი ის ფიზიკურად საკუთარ მეუღლესაც გასწორდა და დაჭრა. მას გულმკერდის არეში ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
მოკლულის და სავარაუდო მკვლელის ოჯახებს დეტალებზე საუბარი არ სურთ, თუმცა ადგილობრივები "კურიერთან" ჰყვებიან, რომ თანასოფლელებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ქონდათ, იყვნენ ბავშვობის მეგობრები და მანამდე კონფლიქტიც არ ჰქონიათ.
დანაშაულის ჩადენის ოფიციალური მოტივი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით ეჭვიანობაა. ყოფით ნიადაგზე დაწყებული უთანხმოების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ ადგილობრივებს, მეზობლების ნაწილი კონფლიქტის მიზეზად სავარაუდო მკვლელის არაფხიზელ მდგომარეობას ასახელებენ.
მოკლულ ვასილ ხალაძეს ახალ ექსპერტიზა უტარდება, მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაყვანილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ამ დრომდე მძიმეა, ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, დასჭირდა ქირურგიული ჩარევაც.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, იმ შემთხვევაში თუ დაკავებულ სამსონიძეს ბრალი დაუმტკიცდება 7- 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.