25 აპრილი 2024,   10:54
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

დღესვე სასამართლომ დამნაშავედ ცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები. საქმე ეხება წამების, სამსახურეობრივი უფლებამოსილების, უკანონო დაკავების და მტკიცებულებების გაყალბების ბრალდებით დაკავებულ ყოფილ პოლიციელებს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ერთ-ერთ პირს კონკრეტული ინფორმაციის გამჟღავნებას, ფიზიკური ანგარიშსწორებით აიძულებდნენ. მუქარისა და წამების შემდეგ ის ფალსიფიცირებული მტკიცებულებებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

დღის ამბები