30 აგვისტო 2026,   02:31
ვრცლად
ხმაური ქუთაისის 125-ე საარჩევნო უბანზე - დამკვირვებლის განცხადებით, ბიულეტენი ამომრჩეველს ხელმოწერის გარეშე გადასცეს

ცოტა ხნის წინ ხმაური იყო ქუთაისის 125-ე საარჩევნო უბანზე - ერთ-ერთი დამკვირვებელი, რომლიც აცხადებს, რომ წარმოადგენს "ოლ მედიას", ამბობს, რომ მან სერიოზული დარღვევა დააფიქსირა უბანზე. მისივე განცხადებით, ბიულეტენი ამომრჩეველს ხელმოწერის გარეშე გადასცეს.

ფაქტს უარყოფს თავად 125-ე უბნის თავმჯდომარე და ამბობს, რომ საარჩევნო პროცესი უბანზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არანაირი დარღვევა ადგილზე არ ყოფილა.

ქუთაისში დღეს მერს ირჩევენ - ერთმანეთის კონკურენტები ოპოზიციიდან ხატია დეკანოიძე და მმართველი გუნდიდან იოსებ ხახალეიშვილი არიან.

დღის ამბები