30 აგვისტო 2026,   02:25
ვრცლად
კახეთში საარჩევნო პროცესი მშვიდობიანად მიმდინარეობს - კანდიდატებმა საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს

კახეთში საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს - თელავი ერთადერთი ქალაქია, სადაც მერი პირველივე ტურში ვერ აირჩიეს.

კახელები დეპუტატებს ყვარელსა და ახმეტაშიც ირჩევენ.

რაც შეეხება კანდიდატებს, როგორც მმართველი გუნდიდან, ასევე ოპოზიციური პარტიის მხრიდანაც, საკუთარი არჩევანი ორივე მათგანმა უკვე დააფიქსირა.

"ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ მან ხმა ცვლილებებსა და უკეთეს მომავალს მისცა.

რაც შეეხება მმართველი გუნდის კანდიდატს ლევან ანდრიაშვილს, ის გამარჯვებაში დარწმუნებულია და აღნიშნავს, რომ როგორც დღეს, ასევე პირველ ტურში საარჩევნო გარემო მშვიდად და დემოკრატიულად მიმდინარეობს.

დღის ამბები