ზუგდიდში ისევ ხმაურია. პოლიციაა მობილიზებული ამჯერად მე-10 საარჩევნო უბანზე. ოპოზიციის დამკვირვებლები კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მათ არ ეძლევათ საჩივრების დაწერის შესაძლებლობა. იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.
"მე ვარ ზუგდიდში კლინიკა "გულის" ხელმძღვანელი, რა თქმა უნდა ვიცავ ჩემი დირექტორის ხმებს ჩემს უბანზე. დილიდან რომ მოვედი, დამხვდა აგრესია კომისიის წევრებისგან. შემდეგ ერთ-ერთი ქალბატონი მერი, ჩემი მეზობელი დამემუქრა, გაგაგდებ პანჩურით ამ უბნიდანო და შეასრულა კიდეც. დამკვირვებელი და პოლიციის უფროსის მოადგილემ ძალის გამოყენებით გამიყვანა," - განაცხადა ენმ-ის აქტივისტმა.
დაძაბულობაა ასევე 21-ე საარჩევნო უბანზე. ადგილზე ურთიერთბრალდებები ისმის. როგორც ირკვევა, რამდენიმე დამკვირვებელი გამოაძევეს საარჩევნო უბნიდან, თუმცა მიზეზი უცნობია. ამ შემთხვევაშიც საპოლიციო ძალა ცდილობს ვითარების განმუხტვას.