ბათუმში არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში და ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. დაწერილი საჩივრები მხოლოდ პროცედურული ხასიათისაა. როგორც 79-ე ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძე ამბობს, 17:00 საათის მონაცემებით, საუბნო საარჩევნო კომისიებში ხმის მისაცემად ბათუმის ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი მივიდა.
"მათ დააფიქსირეს თავიანთი არჩევანი. ამ ეტაპისთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ყველა კომისიაში, ყველა კენჭისყრის შენობაში პროცედურები. რაც შეეხება საჩივრების რაოდენობას, საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ ეტაპისთვის 7 საჩივარია დარეგისტრირებული, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა შემოიტანეს მცირე პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა 79-ე ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ციალა შავაძემ.