20 ნოემბერი 2024,   07:23
ვრცლად
არ შეუშინდეთ არც ვანო მერაბიშვილის სიარულს რუსთავში, არც კირკიტაძეს, მივიდეთ არჩევნებზე და დავასრულოთ სიძულვილი - ნინო ლაცაბიძე

რუსთავის "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ამომრჩევლებს მოუწოდებს საარჩევნო უბნებზე მივიდნენ.

"რუსთავში ყველა უბანში მთელი დღის მანძილზე იყო სიმშვიდე, სადაც ენმ-ს სახეები არ ცდილობდნენ ხელოვნურად მოეწყოთ არეულობა. 

ჩვენ ვნახეთ გიორგი კაპანაძის აქტიური დესტრუქციული ქმედებები, მისი გაყვანა მხოლოდ საპატრულო პოლიციის მეშვეობით მოხერხდა. სწორედ ეს მეთოდებია, რასაც ენმ მთელი დღის მანძილზე იყენებს. 

დარღვევები ჩვენი მხრიდან არის აღწერილი, 18, 79, 34, 82, 40-ე უბნებზე. ჩვენ დავწერეთ საჩივრები და ამაზე მუშაობენ. 

ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ დრონების მეშვეობით ამომრჩევლის იდენტიფიცირება უნდოდათ. შეიძლება ამის გამო ვინმემ გადაიფიქროს არჩევნებზე მისვლა. ზემოქმედებენ ადამიანებზე. 

ბოლო საათების მანძილზე აქტიურად შეიმჩნევა უკვე მარკირებული ადამიანების საარჩევნო უბნებზე ხელმეორედ მისვლა. 

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას ჯერ არის დრო, არ შეუშინდეთ არც ვანო მერაბიშვილის სიარულს რუსთავში, არც კირკიტაძეს. მივიდეთ არჩევნებზე და დავასრულოთ სიძულვილი,"- აცხადებს ნინო ლაცაბიძე. 

დღის ამბები