20 ნოემბერი 2024,   07:23
ვრცლად
ვაზისუბნის 62-ე უბანზე ელექტროენერგია აღდგა - ადგილზე ვითარება ამ დროისთვის განიმუხტა

ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ცოტა ხნის წინ ენმ-სა და მმართველი გუნდის ლიდერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, ვითარება ამ დროისთვის განმუხტულია.

ადგილზე იმყოფებოდა ენმ-ს მერობის კანდიდატი ნიკა მელია, ასევე "ქართული ოცნების" წევრი ბექა დავითულიანი მხარდამჭერებთან ერთად. დაპირისპირება მხარეებს შორის საარჩევნო უბანზე ელექტროენერგიის გათიშვამ გამოიწვია. ამ დროისთვის საარჩევნო უბანზე ელექტროენერგია აღდგენილია.

ნიკა მელიამ ტერიტორია რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ადგილზე ამ წუთებში სიმშვიდეა და საარჩევნო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

დღის ამბები