20 ნოემბერი 2024,   07:50
ვრცლად
სადაც არის ნიკანორ მელია, იქ არის პროვოკაცია, ეს არ ხდება პირველად, მეორედ, მეცხრედ ან მეათედ - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და ნიკანორ მელიას პროვოკაციისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. 

"პროვოკატორებს არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა საკუთარი განზრახვა სისრულეში მოიყვანონ. ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებ არაჯანსაღი რეაგირებისგან თავი შეიკავონ. 

სადაც არის ნიკანორ მელია იქ არის პროვოკაცია, ეს არ ხდება პირველად, მეორედ, მეცხრედ ან მეათედ. 

ეს არის ძალიან სამწუხარო, აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. სიმშვიდე არის ერთადერთი, რაც ახლა ჩვენ გვჭირდება,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

 

დღის ამბები